“ახალგაზრდების დასაქმება - არსებული გამოწვევები და მიდგომები”
6-7 მარტს თბილისის სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გამართა კონფერენცია, რომლის თემა იყო არაფორმალური განათლება ტრანსვერსული უნარების (i.e. ყველა პროფესიაში გამოსადეგი ზოგადი უნარების) განვითარებისათვის და დასაქმების სერვისები. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) მიერ ფონდთან პარტნიორობით და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის - „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის“ (EU4Youth) - ნაწილს.