ფონდი, როგორც ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება

28 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ფონდი ღია საზოგადოების საქართველოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც განხილულ იქნა 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს გადაეცა სიგელი 2016 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.