„ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია სამინისტროში

დღეს, 21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის - „ტრადიცია და ტურიზმი - ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის ცნობადობის ამაღლება; უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.