„სინთეზის“ შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო

7 ნოემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ფაბრიკის ტერიტორიაზე, Fabrikrafft-ის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სინთეზი/თბილისი პროექტის შემაჯამებელი გამოფენა.
სინთეზი თანამედროვე ხელოვნების პლათფორმა „ობსკურას“ მიმდინარე პროექტია, რომლის მიზანია საგამოფენო, არტისტული იდეების და პროექტების ხელშეწყობა, ასევე ახალი საინტერესო ხელოვნების აღმოჩენა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, სადაც შეირჩა 4 გამოფენის მონაწილე არტისტი. „სინთეზის“ საშუალებით ობსკურას გუნდმა ხელოვნების ფართო წრესთან ითანამშრომლა, გაეცნო არტისტების არქივებსა და სამუშაო სივრცეს. აითვისა ახალი, ექსპერიმენტული სივრცეები თელავში, რუსთავსა და თბილისში, სადაც აქტუალური და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა.
გამოფენისთვის ნამუშევრები და ავტორები შეირჩა სივრცეში სინთეზურად გააზრებით. მასში მონაწილეობდნენ: ლუკა აქიმიძე, ნატო ბაგრატიონი, სალომე დუმბაძე, ნუცა ესებუა, სოფო კობიძე, ქეუ მეფარიშვილი, ნინუცა შატბერაშვილი, სანდრო სულაბერიძე.
გამოფენაზე მოეწყო www.obscura.ge-ს პრეზენტაციაც.