ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

19 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანია ერთი წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შეჯამება და საზოგადოებისთვის ერთგვარი ანგარიშის წარდგენა.

პროექტი  რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა:  გამოფენა, სადაც  წარმოდგენილი იყო  ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი თემატური ბანერები , ფონდის მიერ დაფინანსებული  სოციალური საწარმოების  მიერ შექმნილი ხის სახელოსნოს ნამუშევრები და წლის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია . 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ და  ფონდის დირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა  დაფინანსებულ პროქტებს შორის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ორგანიზაციები და პროექტები გამოავლინეს და ფონდის  ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ორგანიზაციები დაჯილდოეს.

ნომინაციები:

 1.      წლის სოციალური პროექტი -,,ხის საწარმო შშმ პირთა სოციალური ინკლუზიისთვის”, ააიპ ,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია.‘’ - მაია ასაკაშვილი

 2.      წლის ინოვაციური პროექტი -„ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში“, ააიპ „არტ-ისტი“ - მოლი თოფურიძე

 3.      წლის ეროვნული პროექტი-ფანტასტი“, ააიპ „ვეფხისტყაოსნის დაფის თამაში“ - ირაკლი ლომოური

 4.      წლის ინკლუზიური პროექტი - „ტრადიციული რეწვის სწავლება წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრის შშმ აღსაზრდელებისა და სოფ. ბებნისის ახალგაზრდების გაძლიერებისათვის“, ააიპ წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი - ლიზა   ელოშვილი (იღუმენია ეკატერინე)

 5.      წლის ყველაზე პერსპექტიული პროექტი - „რეწვის პროდუქციის განვითარება და მარკეტინგი - ახალგაზრდა ოსტატების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ (ეთნო დიზაინი), ააიპ „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ - ირინა მანია

 6.      წლის მასშტაბური პროექტი - „TRAVEL SVANETI“, ააიპ „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“ - ეკა წულუკიძე

 7.      წლის ყველაზე სტრატეგიული პროექტი - „ახალგაზრდული ცენტრი ბეთქილი“, ააიპ „ახალგაზრდები მთისთვის“ - ნინო ჯაფარიძე

 8.      წლის საუკეთესო სოციალური საწარმო - „სოციალური საწარმო „თუშეთი“, ააიპ „ახალგაზრდები მომავლისა და ცვლილებებისთვის“ - თეონა მეზვრიშვილი

 9.      წლის ტრადიციული რეწვის სოციალური საწარმო - “არაბული Arthouse“ კულტურის ცენტრი /ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო /სასწავლო ცენტრი“, ააიპ "ხევსურეთი და თემი" - ნინო არაბული

 10. წლის სტარტაპი -სოციალური სახელოსნო ბორჯომში“, ააიპ „ჰელფინგჰენდ“ - თინათინ მესხი

 11. წლის კრეატიულ-კულტურული - „არტისტების რეზიდენცია და საწარმო“, ააიპ „არქეიდი“ - ოთარ კახიძე

 12. წლის ფავორიტი - „თბილისური ეზოს ფესტივალი“, ააიპ „ახალგაზზრდების ინტეგრაციის, განათლების და კულტურული განვითარების ასოციაცია“ - სოფიო ხუნწარია

 

2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა სხვადასხვა პროგრამული პრიორიტეტის ფარგლებში ახალგაზრდული პროექტი დააფინანსა. ეს პრიორიტეტებია: დასაქმება, ახალგაზრდების განვითარება, კულტურა და განათლება, სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა, სოციალური მეწარმეობა.

მიმდინარე წელს პროექტების დასაფინანსებლად სამინისტრომ  1 053 000 ლარი გამოყო. დაფინანსდა 51 პროექტი, აქედან 23 სოციალური საწარმო.

 პროექტები   სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და თბილისში განხორციელდა.

ღონისძიებას  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი, ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება ფონდის ორგანიზებით მეოთხე წელია იმართება.