2017 წლის პროგრამული პრიორიტეტები

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსი დაიწყო. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ფონდის რომელიმე პროგრამულ პრიორიტეტს.

იდეების კონკურსით დაინტერესებული ორგანიზაციები, პროექტის მომზადებამდე სასურველია გაეცნონ აღნიშნულ პრიორიტეტებს: 

 

2017 წლის პროგრამული მიმართულებებია:

დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება  

  • სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა
  • სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა 

სამოქალაქო  მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

  •  გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  •  გადაწყველტილების მიღების პროცესში ჩასართველად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება
  • კულტურა (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა)

უპირატესობა მიენიჭება:

* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული  რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივცხოვრებაში.