ახალგაზრდული იდეების კონკურსის ვადები და სარეგისტრაციო ბმული

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსი.

პროექტები მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით. დაინტერესებული ორგანიზაციები პროექტის წარმოდგენამდე უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული. 

პროექტები მიიღება 2017 წლის 27 თებერვლიდან 27 მარტის 18:00 საათამდე.

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.