საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსი.

9 და 16 მარტს, 14:00 საათზე,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა. 

პროექტები მიიღება მხლოდ ელექტრონული წესით. დაინტერესებული ორგანიზაციები პროექტის წარმოდგენამდე უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული. 

 კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება  მიმდინარეობს 27 თებერვლიდან 27 მარტის 18:00 საათამდე.

იდეების კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებიდან წარმოდგენილი პროექტები, შესაბამისად, მარტის თვის მანძილზე მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. საინფორმაციო შეხვედრების განრიგი ასეთია:

 

6 მარტი, 15:00 საათი - რუსთავი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

7 მარტი, 12:00 საათი - ახალციხე, გამგეობის საკონფერენციო დარბაზი

9 მარტი, 13:00 საათი - ოზურგეთი, ლიტერატურული კაფე ,,8+1’’

9 მარტი, 16:00 საათი - ბათუმი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

 

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია.