სოციალური კაფე-ბარი “Hello Joe” გაიხსნა

17 აგვისტოს, 21 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელოუ ჯოი"-ს ინიციატივით, გაიხსნა ახალი სოციალური კაფე-ბარი "Hello Joe".
„Hello Joe" წარმოადგენს სოციალურ საწარმოს, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში, კერძოდ მუსიკოსებში გადაჭრას დასაქმების პრობლემა. სოციალური კაფე-ბარი ორიენტირებულია 18-დან - 30 წლამდე ასაკის მუსიკოსებზე, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას, შექმნას პლაფტორმა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ საათობრივად გამოიმუშავონ შემოსავალი მათთვის სასურველ დროს.
აღნიშნული საღამო სასიამოვნო და მყუდრო გარემოში წარიმართა მუსიკის თანხლებით, რომელსაც დაესწრნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე - რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი - ირაკლი ჟორჟოლიანი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი - რეზო კიკნაძე და მოწვეუული სტუმრები.