ტრენინგები სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ფონდი“) სურს შეარჩიოს თავისი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები (ახალგაზრდული მუშაკები). ტრენინგები ჩატარდება საქართველოსა (თბილისში) და ბელგიაში (ბრიუსელი). პროექტს - "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის" -ახორციელებს სომხეთის, ბელგიის, დანიის, საქართველოს და უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციების კონსორციუმი. პროექტის მოკლე მიმოხილვა იხილეთ დანართში 2.

 

ნებისმიერი განმცხადებელი უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის განვითარებას და აქვს (ან სურს ჰქონდეს) სოციალური საწარმო ოწყვლადი ახალგაზრდების შრომით ინტეგრაციის მიზნით ( შრომით ინტეგრაციის სოციალური საწარმო). იმისათვის, რათა განმცხადებელს შეეძლოს დაგეგმილი ტრენინგისაგან სარგებლის მიღება, იგი უნდა ლაპარაკობდეს ინგლისურად, ესმოდეს ინგლისური და ჰქონდეს ტრენერის / ფასილიტატორის (ახალგაზრდული მუშაკის) გამოცდილება ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების სფეროში.

 

ტრენინგის შედეგად განმცხადებლები შეძლებენ  მოწყვლად ახალგაზრდებს შორის არაფორმალური საშუალებებით გაავრცელონ ცოდნა მუშაობის ძირითადი უნარების შესახებ, დაგეგმონ სოციალური ბიზნესი,  და შეიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის.

 

გარდა ამისა, განმცხადებლებს შეეძლებათ ჩართონ თავიანთი სამოქალაქო ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციალურ მეწარმეებს ქსელში (ინტერნეტის პლატფორმის მეშვეობით რომელიც უნდა განვითარდეს)  და პროექტის საბოლოო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნებამოწყვალადი ახალგაზრდობის ინტეგრაციას მუშაობის გზით.

 

განმცხადებლის ორგანიზაცია სარგებელს მიიღებს პროექტიდან სხვა მხრივაც. კერძოდ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდული მუშაკები  არაფორმალური საგანმანათლებლო ძალისხმევის გაგრძელება საქართველოში მხარდაჭერილი იქნება ფონდის საგრანტო პროგრამით. ეს პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს სოციალური საწარმოთა განვითარების ხელშეწყობას და გრანტის მიმღებ სოციალურ საწარმოები შეძლებენ პროექტის ტრენინგებით შეძენილი უნარების შემდგომ გამოყენებას.

 

მოველით, რომ განმცხადებლები გაავრცელებნ შეიძენილ ცოდნას როგორც საკუთარი ორგანიზაციების და მათი სოციალური საწარმოების ბენეფიციარებს შორის, ასევე  მათ ფარგლებს მიღმაც.

 

შერჩეული განმცხადებლები მზად უნდა იყვნენ დაესწრონ შემდეგ 3 ტრენინინგს.

 

ტრენინგი: დასაქმების ძირითადი უნარები

მიმწოდებელი: ახალგაზრდობის სოციალური უფლებების ქსელი (დანია)

თარიღი: 25-29 ივლისი, 2018 (24 ივლისი ჩამოსვლა, 30 ივლისი გამგზავრება)

ადგილი: საქართველო (თბილისი)

 

ტრენინგი: მეწარმეობის სკოლა - ფოკუსი სოციალურ მეწარმეობაზე

მიმწოდებელი: Think Young (ბელგია)

თარიღი: 18-22 ივნისი, 2018 ( 17 ივნისი ჩასვლა, 23 ივნისი გამომგზავრება)

ადგილი: ბელგია (ბრიუსელი)

 

ტრენინგი: პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის

მიმწოდებელი: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

თარიღი: 15-20 სექტემბერი, 2018 (14 სექტემბერი ჩამოსვლა, 20 სექტემბერი გამგზავრება)

ადგილი: საქართველო (თბილისი)

 

 

ტრენინგი შეფასდება მონაწილეთა მიერ. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ Youthpass     სერტიფიკატი (არაფორმალური და ფორმალურს მიღმა სწავლის აღიარების საშუალება ახალგაზრდულ პროექტებში).

 

მომართვის პროცედურა

 

განმცხადებელმა 2018 წლის 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინოს შევსებული ფორმა შემდეგ მისამართზე: a.khantadze@fondi.gov.ge (Cc paatagurgenidze@gmail.com)

განმცხადებელმა უნდა გამოიყენოს დანართ1 ში მოცემული ფორმატი

ერთი ორგანიზაციიდან შეირჩევა არა უმეტეს 2 მონაწილისა

პირველ ეტაპზე შერჩეულებს შეიძლება ჩაუტარდეთ  გასაუბრება

სულ 8  განმცხადებელი იქნება შერჩეული საქართველოდან

 

შერჩეულ განმცხადებლებს ეცნობებათ ამის შესახებ 2018 წ. 25 აპრილამდე.

 

დანართების ჩამონათვალი:

დანართი 1 - განცხადების ფორმა

დანართი 2 - პროექტის მოკლე მიმოხილვა

დანართი 3 - ტრენინგის გეგმა: დასაქმების ძირითადი უნარები

დანართი 4 - ტრენინგის გეგმა: მეწარმეობის სკოლა - ფოკუსი სოციალურ მეწარმეობაზე

დანართი 5 - ტრენინგის გეგმა: პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის