ახალი საერთაშორისო პროექტი იწყება

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ,,Save The Children''-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმებასა და განვითარებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი იწყება.

პროექტი 10 მაისს მთავრობის სხდომაზე განიხილეს: მთავრობამ მოიწონა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს - „Save the Children International-ის" საქართველოს წარმომადგენლობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი", რომელიც 556 960 ლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს. პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან წვდომის გაფართოების უზრუნველყოფას, დასაქმების პოტენციალის გაზრდის მიზნით ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე თანმიმდევრული და დისციპლინათაშორისი ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირებას ითვალისწინებს.

პროექტი „ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები წარმატებული ტრანზიციისათვის“ (Youth UP 4 change: better skills for successful transition) წარედგინა ევროკომისიას პროგრამის ფარგლებში სათაურით „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის საგრანტო სქემა“ (EU 4 Youth Grant Scheme). საგრანტო კონკურსში (EuropeAid/155852/DH/ACT/Multi) განაცხადის წარდგენა მოხდა 07/07/2017.  პროექტის წამყვანი აპლიკანტი არის Save the Children Nederland, ხოლო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის თანა-აპლიკანტი (პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაცია). Save the Children არის მსოფლიოში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც აქტიურია 120 ქვეყანაში.