Think Young -ის ტრენინგი

18 ივნისს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პარტნიორმა ორგანიზაციამ Think Young (ბელგია) დაიწყო ტრენინგი ახალგაზრდული მუშაკებისათვის სოციალურ მეწარმეობაში, რომელიც ტარდება ქალაქ ბრიუსელში:

 

 

მეწარმეობის სკოლა - ფოკუსი სოციალურ მეწარმეობაზე (18-22 ივნისი, ბელგია, ბრიუსელი)

https://www.entrepreneurshipschool.com/brussels-2018

 

 

 

ტრენინგი არის ერთ ერთი აქტივობა პროექტისა - "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის" - რომელსაც ახორციელებს სომხეთის, ბელგიის, დანიის, საქართველოს და უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციების კონსორციუმი ევროკავშირის ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში

კონკურსის შედეგად საქართველოში  შეირჩა ტრენინგის 10 მონაწილე

ფიქრია ბრეგვაძე

კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

 

მაია ასაკაშვილი

სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი)

სოფიო ფოცხვერაშვილი

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი

ასლან ართმელაძე

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის

მარიამ მელაძე

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი

ანა ზარიძე

წეროვანის დევნილთა დასახლება

ქეთევან მოლაშვილი

სამოქალაქო ინციატივა

შორენა სუჯაშვილი

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი

ქეთევან ასიეშვილი

არასამტავრობო ორგანიზაცია „როჰელინე

ხატია მაღლაკელიძე

სიცოცხლის შანსი

 

 

ტრენინგის შედეგად მონაწილე ახალგაზრდული მუშაკები შეძლებენ  მოწყვლად ახალგაზრდებს შორის არაფორმალური საშუალებებით გაავრცელონ ცოდნა მუშაობის ძირითადი უნარების შესახებ, დაგეგმონ სოციალური ბიზნესი,  და შეიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის.

გარდა ამისა, განმცხადებლებს შეეძლებათ ჩართონ თავიანთი სამოქალაქო ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციალური მეწარმეების ქსელში (ინტერნეტის პლატფორმის მეშვეობით რომელიც უნდა განვითარდეს)  და პროექტის საბოლოო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება მოწყვალადი ახალგაზრდობის ინტეგრაციას მუშაობის გზით.

განმცხადებლის ორგანიზაცია სარგებელს მიიღებს პროექტიდან სხვა მხრივაც. კერძოდ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდული მუშაკების  არაფორმალური საგანმანათლებლო ძალისხმევის გაგრძელება საქართველოში მხარდაჭერილი იქნება ფონდის საგრანტო პროგრამით. ეს პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს სოციალური საწარმოთა განვითარების ხელშეწყობას და მის ფარგლებში გრანტის მიმღები სოციალური საწარმოები შეძლებენ პროექტის ტრენინგებით შეძენილი უნარების შემდგომ გამოყენებას.