ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2018 წლის „იდეების კონკურსი"

 

                                                                       

  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი    იდეების კონკურსს აცხადებს ა/წ 1 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე). პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 12 თვე.

  კონკურსის მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა,  პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.  იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი თაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, კავშირების შექმნას, გაძლიერებასა და  დასაქმებითუნარიანობის ამაღლებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ  ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთარ იდეებს  წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს  და  გამარჯვებულებს გამოავლენს.

დამატებითი ინფორმაცია:    

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც  მოიცავს  სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას.  არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;

სამოქალაქო  მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას, რომელიც   გარემოს დაცვაზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავს.

 უპირატესობა მიენიჭება:

მაღალმთიანი  და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული  რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 2018 წლის 29 ივნისს 12.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში (II სართული). მისამართი: დ. უზნაძის ქუჩა N52.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fondi.gov.ge