ტრენინგი: "ძირითადი კომპეტენციები დასაქმებისათვის"

 

24-30 ივლისს, Youth Social Rights Network ორგანიზებით ჩატარდება  ტრენინგ კურსი "ძირითადი კომპეტენციები დასაქმებისათვის". ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდული მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანია მონაწილეთა შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით შეძლონ მოწყვლად ახალგაზრდებთან დასაქმებისათვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების განვითარების საკითხებზე მუშაობა. ტრენინგი განხორციელდება საქართველოში და მასში ჩაერთვება 18 მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

ტრენინგი ტარდება პროექტის „სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის“ (Social Entrepreneurship for Disadvantaged Youth Social Integration) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პროექტის პარტნიორები: Think Young(ბელგია)Youth Social Rights Network (დანია), AEGEE YEREVAN(სომხეთი), GO ON! (უკრაინა), Georgian Heritage Crafts Association (საქართველო).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში.