პროექტ ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული ტრანზიციისთვის’’ პრეზენტაცია

4 სექტემბერს, ევროკავშირის EU4Youth ინიციატივების ფარგლებში, პროექტ ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის: უკეთესი უნარები წარმატებული ტრანზიციისთვის’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის EU4Youth, Save the Children - ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შრომის ბაზრის შეფასება მიმდინარეობს, იმის დასადგენად, რომელი უნარები და პროფესიებია მოთხოვნადი, რას გვთავაზობს განათლების სექტორი და რამდენად შეესაბამებიან ახალგაზრდები საერთო სურათს. ასევე დაგეგმილია ვაკანსიების ძიების ორგანიზება, ხოლო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის იდეების კონკურსს გამოაცხადებს, რაც სოციალური მეწარმეობის და ახალგაზრდებში სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. პრეზენტაციაზე 3 ახალი პროექტი იქნა წარდგენილი, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია. მათი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობა. ევროკავშირის საერთო დაფინანსება აღნიშნული პროექტებისთვის € 4.2 მილიონ ევროს შეადგენს.