ტრენინგი - „პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის“

15-20 სექტემბერს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება  ტრენინგ კურსი „პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის". ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდული მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანია მონაწილეთა შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით შეძლონ მოწყვლად ახალგაზრდებთან მუშაობა მატი დასაქმების მიზნის მქონე სოციალური საწარმოების განვითარებისათვის. ტრენინგი განხორციელდება საქართველოში და მასში ჩაერთვება 18 მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

ტრენინგი ტარდება პროექტის სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის" (Social Entrepreneurship for Disadvantaged Youth Social Integration) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პროექტის პარტნიორები: Think Young(ბელგია), Youth Social Rights Network (დანია), AEGEE YEREVAN(სომხეთი), GO ON! (უკრაინა), საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია - Georgian Heritage Crafts Association (საქართველო).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში.