კონკურსი ეროვნული ახალგაზრდული ჩართულობის პლატფორმის შესაქმნელად

გადავარჩინოთ ბავშვების საქართველოს ოფისი (Save the Children International) აცხადებს კონკურსს ბავვშვთა და ახალგაზრდობის ფონდთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“. კონკურსის ფარგლებში მოხდება წინადადებების მიღება ერთიანი ეროვნული ახალგაზრდული ჩართულობის პლატფორმის შესაქმნელად.

ინოვაციურმა პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლას, მათ ცნობიერების ამაღლებას არაფორმალური განათლების, დასაქმებისა და მეწარმეობის დარგში არსებულ შესაძლებლობებზე. პლატფორმის სახით, უნდა შეიქმნას ინტერაქტიული სივრცე ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა კრიტიკულ საკითხზე მოსაზრებების გასაცვლელად, ადვოკატირების უნარების გასაძლიერებლად და კამპანიების საწარმოებლად. კონკურსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას იხილავთ შემდეგ ბმულზე: http://www.jobs.ge/eng/190981/