ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსი

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემოტანილი საგრანტო პროექტები. კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში - ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის -  რომელსაც ფონდი ახორციელებს Save the Children International-თან პარტნიორობით.  ხსენებული პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის EU4Youth ინიციატივა. კონკურსს ფარგლებში საგრანტო პროექტების (წინადადებების)  მიღება მოხდება / 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 10 თვე და უნდა მთავრდებოდეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე.

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობა მათი არაფორმალური განათლებისა და მათ დასაქმების მიზანზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

მოცემული კონკურსი ცხადდება ქვეპროგრამის ფარგლებში, რომლის სახელია „დასაქმება და არაფორმალური განათლება“.

შემოტანილი საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ქვეპროგრამის ორივე დასახელებულ პრიორიტეტს. 1) სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა; 2) სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი პროექტის (საგრანტო პროექტი) უშუალო სამიზნე ჯგუფი (ბენეფიციარები) უნდა მოიცავდეს  16 - 29 წლის ასაკის მოწყვლად ახალგაზრდებს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებიდან. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის გზამკვლევი.