პრეზენტაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

21 თებერვალს, ევროკავშირის პროგრამის EU4YOUTH ფარგლებში Save the Children – ისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტის „ინოვაცია და ჩვენ” გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), რომლის მიზანია შიდა ქართლში, ინოვაციური მოდელის დანერგვის გზით, დაეხმაროს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებასა და დასაქმებაში. აგრეთვე, ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.

პროექტის გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტის მერი და პროექტით დაინტერესებული ახალგაზრდები.

https://www.facebook.com/WWW.RDFG.GE/videos/990061947855529/