“ახალგაზრდების დასაქმება - არსებული გამოწვევები და მიდგომები”

 

6-7 მარტს თბილისის სასტუმროშიჰოლიდეი ინ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გამართა კონფერენცია, რომლის თემა იყო არაფორმალური განათლება ტრანსვერსული უნარების (i.e. ყველა პროფესიაში გამოსადეგი ზოგადი უნარების) განვითარებისათვის და დასაქმების სერვისები.  ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“.  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციაგადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) მიერ ფონდთან პარტნიორობით და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის - „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის“ (EU4Youth) - ნაწილს.

კონფერენცია მისასალმებელი სისტყვებით გახსნეს ირაკლი ჟორჟოლიანმა ( ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი), თამთა გოლუბიანმა (საერთაშორისო ორგანიზაციაგადავარჩინოთ ბავშვები, საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი) და ნინო სამველიძემ  (ახალგაზრდული პროგრამის კოორდინატორი, ევროკავშირის  წარმომადგენლობა საქართველოში).

შესავალ სიტყვებში მიმოხილული იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ჩარჩო, ევროკავშირისერაზმუს+“  პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტის მიზნები, და ტრანსვერსული უნარების კლასიფიკაციისადმი ევროკავშირის, საქართველოს და შრომის საერთშორისო ორგანიზაციის მიდგომა.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს კვლევების შედეგები ტრანსვერსული უნარების  შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ამ უნარების განვითარებაზე ახალგაზრდული საქმიანობის ზეგავლენის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარინა ბეზარაშვილმა მათ გააცნო დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მდგომარეობა საჯარო სექტორში.

ტრანსვერსული უნარების განვითარებაში თავიანთი გამოცდილება დამსწრეებს გაუზიარეს  ისეთმა  ორგანიზაციება  როგორიცა ახალგაზრდული ორგანიზაციაუკეთესი მომავლისათვის, "ახალგაზრდული ხედვა კახეთი", ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი, კრეატიული განვითარების ცენტრი, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი", სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი "ხევის მომავალი", ასოციაცია  „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“, მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ახალგაზრდობის სოციალური უფლებების ქსელი, დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC), და საქველმოქმედო ფონდი „კარიტას საქართველო“.

კონფერენციის მონაწილეებმა მცირე ჯგუფებში მუშაობის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ტრანსვერსულ უნარებში არაფორმალური განათლების მომწოდებლების და დასაქმების სერვისების კოორდინაცია, როგორი შეიძლება იყოს ამ უნარებში არაფორმალურის  განათლების ინსტიტუციონალიზაციის გზები, და  როგორ შეიძლება ინტერნეტული პლატფორმის გამოყენებით ქსელური მუშაობის ხელშეწყობა ახალგაზრდობის არაფორმალური განათლებით დაინტერესებულ აქტორებს შორის.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი კონფერენციიდან:

https://www.facebook.com/watch/?v=638733189881678