“ახალგაზრდების დასაქმება - არსებული გამოწვევები და მიდგომები”

 

12 აპრილს თბილისის სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გამართა კონფერენცია, რომლის თემა იყო „ტრანსვერსული უნარების განვითარება - თანმშრომლობის მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური განათლების ინსტიტუტებს შორის“.  ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“.  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) მიერ ფონდთან პარტნიორობით და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის - „ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის“ (EU4Youth) - ნაწილს.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ირაკლი ჟორჟოლიანმა ( ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი)და სოფო ანდღულაძემ (საერთაშორისო ორგანიზაცია“ გადავარჩინოთ ბავშვები, პროექტის კოორდინატორი)  .

 

შესავალ სიტყვებში მიმოხილული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ქსელური მუშაობის კონცეფცია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

 

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს კვლევების შედეგები საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის კადრების საჭიროების შესახებ და ახალგაზრდებში ტრანსვერსული უნარების ფლობის შეფასება. განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო პროფესიული განათლების საფეხურზე ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვის გამოწვევები. ახალგაზრდების შრომით პირობებთან დაკავშირებული გამოწვევებზე კი ისაუბრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა

 

ტრანსვერსული უნარების განვითარებაში თავიანთი გამოცდილება დამსწრეებს გაუზიარეს  ისეთმა  ორგანიზაციებმა  როგორიცა

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი; საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger); და სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.

 

კონფერენციის მონაწილეებმა მცირე ჯგუფებში მუშაობის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის ახალგაზრდებში ტრანსვერსული უნარების განვითარებით დაინტერესებულ აქტორებს შორის ქსელურ თანამშრომლობასთან და ამ უნარების განვითარების ხელშემწყობ პოლიტიკებთან დაკავშირებით.

 

კონფერენციის დრის წესრიგი და პრეზენტაციების ფაილები გამოქვეყნებულია   ჯგუფში

 

“Youth Employment– Challenges and Approaches” https://www.facebook.com/groups/1530353100556679/

 

მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ ჯგუფში გაწევრიანების თხოვნით.