საჯარო ინფორმაციის გვერდი

ზოგადი ცნობები საჯარო ინფორმაციის შესახებ:

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულიინფორმაციისა.
საჯარო ინფორმაციას წარმოადგენსოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნანებისმიერ პირს აქვს უფლება მოითხოვოს და გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ საჯარო ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის მისაღებად საჭიროა წერილობითი განცხადების წარდგენა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივსა და მიზანზე მითითება აუცილებელი არ არის.

განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა შეიცავდეს: იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; მოთხოვნას; განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადასაჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას

) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას

) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას

საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული საფასურისაჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი უნდა იქნას ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოსაკრებელი, შემდეგი ოდენობით:

 

) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლიერთი გვერდი – 0,05 ლარ;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარ;

) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარ;

) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარ;

) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარ;

) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარ.

 

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;

) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

 

სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯა­რო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - ანა ბაქანიძე

ელ-ფოსტა: a.bakanidze@fondi.gov.ge

მისამართი: თბილისი 0162, ვაკის რაიონიჭავჭავაძის გამზირი N49

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

კონსტიტუციის 41-ე მუხლი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი - ინფორმაციის თავისუფლება

საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“

„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ ფონდის დირექტორის 2015 წლის 7 მაისის N22-შ ბრძანება

„მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ფონდის დირექტორის 2016 წლის 5 აგვისტოს N23/ს ბრძანება

„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ ფონდის დირექტორის 2016 წლის 5 აგვისტოს N24/ს ბრძანება

ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ:

გასაჩივრების წესი

 

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა:

საჩივრის ფორმა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში:

2013 წლის ანგარიში

2014 წლის ანგარიში

2015 წლის ანგარიში

2016 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40-ე მუხლების შესაბამისად განცხადების შესახებ ზოგადი სტატისტიკა:

2013 წლის I კვარტლის მონაცემები

2013 წლის II კვარტლის მონაცემები

2013 წლის III კვარტლის მონაცემები

2013 წლის IV კვარტლის მონაცემები

2014 წლის I კვარტლის მონაცემები

2014 წლის II კვარტლის მონაცემები

2014 წლის III კვარტლის მონაცემები

2014 წლის IV კვარტლის მონაცემები

2015 წლის I კვარტლის მონაცემები

2015 წლის II კვარტლის მონაცემები

2015 წლის III კვარტლის მონაცემები

2015 წლის IV ვარტლის მონაცემები

2016 წლის I კვარტლის მონაცემები

2016 წლის II კვარტლის მონაცემები