როგორ დავწერო პროექტი

ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს სათათბიროს მიერ დადგენილ ერთ-ერთ ან რამდენიმე პრიორიტეტს. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას პროექტის წარდგენისათვის დაწესებული ვადები.
პროექტში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

  • პროექტის ავტორთა შესახებ;
  • პრობლემის განსაზღვრა;
  • პროექტის მიზანი;
  • მოსალოდნელი შედეგები;
  • სამუშაო განრიგი;
  • ხარჯთაღრიცხვა.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

კონკურსში მონაწილეობის გზამკვლევი

ფინანსური გზამკვლევი და ფინანსური გზამკვლევის ვიზუალური ვერსია

 

 

 

ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში პროექტების წარმოსადგენად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის გვერდიდან ჩამოტვირთოთ რამდენიმე შესავსები ფაილი.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შევსებისას ვერ მოახერხებთ აღნიშნული ფაილების ჩამოტვირთვას, ნახეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია:

  1. ბიუჯეტის ფორმა (სავალდებულოა);
  2. დროის განრიგი (სავალდებულოა);
  3. სოციალური მეწარმეობის კითხვარი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);
  4. სოციალური მეწარმეობის ცხრილი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაილები უნდა შეავსოთ და უკანვე ატვირთოთ აპლიკაციის ფორმაში.

გარდა ამ დოკუმენტაციისა, პროექტს თან უნდა ერთვოდეს:

  1. განმცხადებელთა მონაცემები (CV), (სავალდებულოა);
  2. რეკომენდაცია (სავალდებულოა);
  3. თანადაფინანსების დოკუმენტი (სავალდებულოა, მხოლოდ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:

 
 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება : ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
 2. ცხოვრების ჯანსაღი წესი: ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge 
 3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა: სალომე ზიბზიბაძე (პროგრამის ოფიცერი) – 598932300; s.zibzibadze@fondi.gov.ge 

 

საგრანტო გზამკვლევში ნახსენები ძირითადი კომპეტენციებში ( იგივე დასაქმებისათვის საჭირო ძირითადი უნარები) იგულისხმება შემდეგი კომპეტენციები: კომუნიკაციის(communication), გუნდური მუშაობის (Teamwork), პრობლემის გადაწყვეტის (problem solving), სწავლის (learning to learn). შემდეგ ბმულზე იხილავთ დოკუმენტს, საიდანაც გაიგებთ, თუ რას გულისხმობს ამ უნარებში და როგორ განმარტავს მათ როლს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია (ILO)https://bit.ly/2yQrjEi