2013 წლის პრიორიტეტები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს 2013 წლის 18 თებერვლის დადგენილებით, მიმდინარე წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ უმთავრეს პრიორიტეტებად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:

1. ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა

  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების ხელშეწყობა
    (იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები)
  • მაღალმთიან და კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ახალგაზრდული აქტივობების წახალისება
  • ახალგაზრდული მედიის განვითარება
    (ახალგაზრდული პრობლემების გაშუქება, უახლესი მედია ვებ-ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების დანერგვა და მათი საშუალებით ახალგაზრდობის გააქტიურება)
  • ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
    (მულტიკულტურული დიალოგი, ბილინგვური სწავლების ხელშეწყობა და ქართული ენის პოპულარიზაცია და სხვა)
  • საჯარო სკოლების თვითმმართველობების განვითარების პოპულარიზაცია
  • ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

2. გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა

  • არაფორმალური განათლების დანერგვა, ეკოლოგიური უნარ-ჩვევების ამაღლება, პრაქტიკული ღონისძიებების საშუალებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ეკოტურიზმის ხელშეწყობა
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
  • სპორტული ღონისძიებების, აქტივობების წახალისება

3. კულტურულ-საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა
(უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს)

  • კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა
  • ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა გამოვლენა, მხარდაჭერა და წახალისება
  • სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების ორგანიზება

4. საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერის პროგრამა

  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება
    (ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია, ევროატლანტიკური ალიანსი)

5. სოციალური მეწარმეობა