2012 წლის პრიორიტეტები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილებით, მიმდინარე წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ უმთავრეს პრიორიტეტად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:

  • არაფორმალური განათლების წახალისება;
  • რეგიონული განვითარების მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო ღირებულებების დანერგვა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ხელშეწყობა;
  • ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაცია;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
  • ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • სამეცნიერო, გასართობ-სანახაობრივი და შემოქმედებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.