ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.
ახალგაზრდულ კავშირში გაწევრიანებისა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საერთო ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდული კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ახალგაზრდული ორგანიზაციები აღარ რეგისტრირდებიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში. აუცილებელია ის, რომ ახალგაზრდული კავშირი (ორგანიზაცია) იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ანუ წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა.