საპროექტო განაცხადის განხილვის პროცედურა

ახალგაზრდული იდეების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდულ არასამთავრობო  ორგანიზაციებს. წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს მიერ დადგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებს.

 პროექტის მიღებისა და განხილვის პროცედურები

  • პროგრამული პრიორიტეტების დამტკიცება
  • პრიორიტეტების შესაბამისად იდეების კონკურსის გამოცხადება
  • საპროექტო წინადადებების მიღება
  • საპროექტო წინადადებათა განხილვა სათათბიროს მიერ
  • გამარჯვებული პროექტების გამოვლენა
  • განმცხადებლის ინფორმირება პროექტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
  • პროექტის გამარჯვების შემთხვევაში საპროექტო ხელშეკრულების მომზადება და ხელმოწერა

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო;
  • პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო;
  • კონკურსზე გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას ახორციელებს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ორგანიზაცია მიღებული დაფინანსების შესახებ ანგარიშვალდებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე;
  • ორგანიზაცია ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ ნარატიული და ფინანსური ანგარიშები წარუდგინოს ფონდს;
  • კონკურსის წესით მიღებული თანხა შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.