ხშირად დასმული შეკითხვები

როგორია საპროექტო წინადადების მიღების პროცედურები

ახალგაზრდული იდეების კონკურსის გამოცხადებამდე ფონდი აცხადებს მიმდინარე წლის პრიორიტეტებს. სწორედ ამ პრიორიტეტების შესაბამისად ხდება პროექტების მიღება.

კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში პროექტის წარმომადგენმა ორგანიზაციამ უნდა შეავსოს ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული საპროექტო აპლიკაცია.  აპლიკაციას მიაბას ყველა სხვა საჭირო დოკუმენტაცია (რეკომენდაციები, ბიუჯეტი, ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი პირების შესახებ, თანადაფინანსების დოკუმენტი და სხვა);

აპლიკაციის გამოგზავნისას დაელოდოს დასტურს პროექტის მიღების შესახებ.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.

რა საკითხზე უნდა დაიწეროს პროექტი

პროექტები უნდა მომზადდეს 2017 წლის პროგრამული პრიორიტეტების ფარგლებში.

ვინ განიხილავს  საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტებს,  ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს?

პროექტებს აფასებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო.

 

როგორ უნდა მომზადდეს პროექტი

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულია ელექტრონული აპლიკაცია. აუცილებელია, საპროექტო წინადადება მომზადდეს აღნიშნული ფორმის შესაბამისად.