მიმდინარე კონკურსის ელექტრონული აპლიკაცია
2018 წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსზე პროექტების მიღება მიმდინარეობს 1 ივლისიდან 1 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
პროექტების წარმოსადგენად გახსენით ელექტრონული აპლიკაცია.
ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში პროექტების წარმოსადგენად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის გვერდიდან ჩამოტვირთოთ რამდენიმე შესავსები ფაილი.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შევსებისას ვერ მოახერხებთ აღნიშნული ფაილების ჩამოტვირთვას, ნახეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია:
- ბიუჯეტის ფორმა (სავალდებულოა);
- დროის განრიგი (სავალდებულოა);
- სოციალური მეწარმეობის კითხვარი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);
- სოციალური მეწარმეობის ცხრილი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);
აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაილები უნდა შეავსოთ და უკანვე ატვირთოთ აპლიკაციის ფორმაში.
გარდა ამ დოკუმენტაციისა, პროექტს თან უნდა ერთვოდეს:
- განმცხადებელთა მონაცემები (CV), (სავალდებულოა);
- რეკომენდაცია (სავალდებულოა);
- თანადაფინანსების დოკუმენტი (სავალდებულოა, მხოლოდ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:
ან ჩამოტვირთეთ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გზამკვლევი.
ფინანსური გზამკვლევი და ფინანსური გზამკვლევის ვიზუალური ვერსია.