2014 წლის პრიორიტეტები

საქართველოს მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტრატეგიისა  და პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ პროგრამულ პრიორიტეტებად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა

მედიის განვითარების ხელშეწყობა

ახალგაზრული მედიის განვითარების ხელშეწყობა;
უახლესი მედია ვებ-ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების დანერგვა და მათი საშუალებით ახალგაზრდობის გააქტიურება;

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ხელშეწყობა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაცია;
მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა კერძოდ:
ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია;
იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა;
ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.;

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

ახალგაზრდებში სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია,

 სოციალური მეწარმეობა

(სოციალური მეწარმეობა  გულისხმობს მეწარმეობის პრინციპებით მოქმედებას, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია და არ ემსახურება ბიზნეს-ინტერესებს).

სოფლის მეურნეობისა  და გარემოს დაცვის მხარდაჭერის პროგრამა

ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით, კრეატიული და ინოვაციური მეთოდების/მიდგომების დამკვიდრება-პოპულარიზაცია;
პრაქტიკული ღონისძიებების საშუალებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობისა და  გარემოს დაცვის კუთხით შემდეგი აქტივობების წახალისება: შიდა მიგრაციის შემცირება; გარემოს დაცვა; სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური პირობების გაუმჯობესება;  ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის პოპულარიზაცია;

საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში

თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
ახალგაზრდების გააქტიურება და მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეფორმით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა;
თვითმმართველ ქალაქებში ახალგაზრდული ჯგუფების გააქტიურება;

 კულტურულ-საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამა

კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა
ახალგაზრდა შემოქმედთა გამოვლენა, მხარდაჭერა და წახალისება
აკადემიური და სოციოლოგიური კვლევების მხარდაჭერა

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა

* უპირატესობა მიენიჭება მაღალმთიანი და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;