2015 წლის პრიორიტეტები

საქართველოს მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტრატეგიისა  და პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ პროგრამულ პრიორიტეტებად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:

ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება:

ა.ა) სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა (შენიშვნა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია. პრიორიტეტი სოციალური მეწარმეობა ნიშნავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია და არ ემსახურება ბიზნეს-ინტერესებს, სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანი ფოკუსირებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე და მიღებული მოგების სოციალური მიზნებისთვის მიმართვაზე;

ა.ბ) სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა;

ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი:

ბ.ა) მასობრივი სპორტის განივთარების ხელშეწყობა;

ბ.ბ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

გ)სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა:

გ.ა) გარემოს დაცვა;

გ.ბ) გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა;

გ.გ) კულტურა;

დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი)

 

უპირატესობა მიენიჭება

ა) პროექტებს მაღალმთიანი რეგიონებისა და კომპაქტური დასახლებების შესახებ;

ბ) პროექტებს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი მე-3, პუნქტი მე-3) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის თაობაზე.

საკონკურსო პროცედურებისა თუ პრიორიტეტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ და გაეცანით კონკურსის გზამკვლევს.