2016 წლის პრიორიტეტები

ჩამოტვირთეთ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გზამკვლევი.

ფინანსური გზამკვლევი და ფინანსური გზამკვლევის ვიზუალური ვერსია.

1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება

სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია) შენიშვნა: პრიორიტეტი სოციალური მეწარმეობა ნიშნავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია და არ ემსახურება ბიზნეს-ინტერესებს, სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანი ფოკუსირებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე და მიღებული მოგების სოციალური მიზნებისთვის მიმართვაზე;

· სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა;

2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი

· მასობრივი სპორტის განივთარების ხელშეწყობა;

· ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

· გარემოს დაცვა;

· გადაწყველტილების მიღებაში ჩართვა;

· კულტურა;

4. ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა

· ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი;

უპირატესობა ენიჭებათ:

* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი მე-3 პუნქტი მე-3) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებსაც სურთ  შემოიტანონ პროექტის განაცხადი ქვეპროგრამაში – „დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება“ – ვურჩევთ გაწევრიანდნენ ამ სადისკუსიო ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/1530353100556679/. მათ ვისაც სურთ ისარგებლონ ქვეპროგრამის მეორე ლოტით,  შეუძლიათ აქ გაეცნონ ფონდის მიერ გაკეთებული კვლევის ანგარიშს – “ახალგაზრდა შშმ პირების დასაქმების და დასაქმების უნარიანობის ხელშემწყობი ინსტიტუციური გარემო”  და გამოიყენონ ჯგუფის წევრობის რჩევები ხელშეწყობით დასაქმების კონსულტანტის როლზე შესაფერისი კანდიდატურის მოძიებისათვის (თუკი აპირებენ პროექტის ფარგლებში ხელშეწყობით დასაქმების სერვისის განვითარებას).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:

პროგრამა N1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება
ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge

პროგრამა N2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი
ბერდია ჩანქსელიანი (პროგრამის ოფიცერი) – 598114141; b.chankseliani@fondi.gov.ge

პროგრამა N3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
ილია ჩხეიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577950057; i.chkheidze@fondi.gov.ge

სალომე ზიბზიბაძე 598932300; s.zibzibadze@fondi.gov.ge

პროგრამა N4. ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა
ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge