ფუნქციები

სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფუნქციებია:

ორგანიზება გაუწიოს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას;

საქართველოს სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის, მის ძირითად მიმართულებებთან ფონდის საქმიანობის ჰარმონიზაციისა, აგრეთვე თავად ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.