2017 წლის პრიორიტეტები

2017 წლის პროგრამული მიმართულებებია:

 

დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება  

  • სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა
  • სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა

 

სამოქალაქო  მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

  •  გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  •  გადაწყველტილების მიღების პროცესში ჩასართველად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება
  • კულტურა (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა)

 

უპირატესობა მიენიჭება:

* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული  რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

 2017  წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსზე პროექტების მიღება მიმდინარეობს 27 თებერვლიდან 27  მარტის 18:00 საათის ჩათვლით.

პროექტების წარმოსადგენად გახსენით ელექტრონული აპლიკაცია.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში პროექტების წარმოსადგენად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის გვერდიდან ჩამოტვირთოთ რამდენიმე შესავსები ფაილი.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შევსებისას ვერ მოახერხებთ აღნიშნული ფაილების ჩამოტვირთვას, ნახეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია:

  1. ბიუჯეტის ფორმა (სავალდებულოა);
  2. დროის განრიგი (სავალდებულოა);
  3. სოციალური მეწარმეობის კითხვარი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);
  4. სოციალური მეწარმეობის ცხრილი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაილები უნდა შეავსოთ და უკანვე ატვირთოთ აპლიკაციის ფორმაში.

გარდა ამ დოკუმენტაციისა, პროექტს თან უნდა ერთვოდეს:

  1. განმცხადებელთა მონაცემები (CV), (სავალდებულოა);
  2. რეკომენდაცია (სავალდებულოა);
  3. თანადაფინანსების დოკუმენტი (სავალდებულოა, მხოლოდ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:

  ნინი ხაზარაძე პროგრამული სამსახურის ხელმძღვანელი 577 13 20 00, n.khazaradze@fondi.gov.ge 

 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება : ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
 2. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა: ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge

 ან ჩამოტვირთეთ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გზამკვლევი.

ფინანსური გზამკვლევი და ფინანსური გზამკვლევის ვიზუალური ვერსია.