2018 წლის პრიორიტეტები

 

2018 წლის პროგრამული მიმართულებებია:

1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება

·         სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა;

·          სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა;

 

2. ცხოვრების ჯანსაღი წესი

·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა

3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა

·         გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა

 

უპირატესობა ენიჭებათ:

* რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და კომპაქტურად დასახლებული  რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

* ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი მე-3 პუნქტი მე-3) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

 2018  წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსზე პროექტების მიღება მიმდინარეობს 1 ივლისიდან 1 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

პროექტების წარმოსადგენად გახსენით ელექტრონული აპლიკაცია.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში პროექტების წარმოსადგენად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის გვერდიდან ჩამოტვირთოთ რამდენიმე შესავსები ფაილი.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შევსებისას ვერ მოახერხებთ აღნიშნული ფაილების ჩამოტვირთვას, ნახეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია:

  1. ბიუჯეტის ფორმა (სავალდებულოა);
  2. დროის განრიგი (სავალდებულოა);
  3. სოციალური მეწარმეობის კითხვარი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);
  4. სოციალური მეწარმეობის ცხრილი (სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სოციალური მეწარმეობის ქვეპრიორიტეტს შეესაბამება);

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაილები უნდა შეავსოთ და უკანვე ატვირთოთ აპლიკაციის ფორმაში.

გარდა ამ დოკუმენტაციისა, პროექტს თან უნდა ერთვოდეს:

  1. განმცხადებელთა მონაცემები (CV), (სავალდებულოა);
  2. რეკომენდაცია (სავალდებულოა);
  3. თანადაფინანსების დოკუმენტი (სავალდებულოა, მხოლოდ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:

 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება : ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
 2. ცხოვრების ჯანსაღი წესი: ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge 
 3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა: სალომე ზიბზიბაძე (პროგრამის ოფიცერი) – 598932300; s.zibzibadze@fondi.gov.ge 

 

 ან ჩამოტვირთეთ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გზამკვლევი.

ფინანსური გზამკვლევი და ფინანსური გზამკვლევის ვიზუალური ვერსია.