მიმდინარე კონკურსის ელექტრონული აპლიკაცია

2018 წლის საგრანტო კონკურსზე პროექტების მიღება მიმდინარეობს 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

პროექტების წარმოსადგენად გახსენით ელექტრონული აპლიკაცია

საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტების წარმოსადგენად აუცილებელია ელექტრონული აპლიკაციის გვერდიდან ჩამოტვირთოთ რამდენიმე შესავსები ფაილი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის შევსებისას ვერ მოახერხებთ აღნიშნული ფაილების ჩამოტვირთვას, ნახეთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია:

1. საგრანტო განაცხადი;

2. ბიუჯეტი;

3. სამუშაო გეგმა;

4. სოციალური მეწარმეობის კითხვარი;

5. მოგება-ზარალის უწყისი;

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაილები უნდა შეავსოთ და უკანვე ატვირთოთ აპლიკაციის ფორმაში. გარდა ამ დოკუმენტაციისა, პროექტს თან უნდა ერთვოდეს:

ა. განმცხადებელთა მონაცემები (CV), (სავალდებულოა);

ბ. რეკომენდაცია (სავალდებულოა);

გ. თანადაფინანსების დოკუმენტი (სავალდებულოა, მხოლოდ თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში);

დ. საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა;

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორს: ავთანდილ ხანთაძე – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge

ან ჩამოტვირთეთ საგრანტო და ფინანსური გზამკვლევები.

საგრანტო გზამკვლევში ნახსენები ძირითადი კომპეტენციებში ( იგივე დასაქმებისათვის საჭირო ძირითადი უნარები) იგულისხმება შემდეგი კომპეტენციები: კომუნიკაციის(communication), გუნდური მუშაობის (Teamwork), პრობლემის გადაწყვეტის (problem solving), სწავლის (learning to learn). შემდეგ ბმულზე იხილავთ დოკუმენტს, საიდანაც გაიგებთ, თუ რას გულისხმობს ამ უნარებში და როგორ განმარტავს მათ როლს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია (ILO)https://bit.ly/2yQrjEi