2011 წლის პრიორიტეტები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს 2011 წლის 3 ივნისის დადგენილებით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ უმთავრეს პრიორიტეტად შემდეგი მიმართულებები განისაზღვრა:

  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • რეგიონალური განვითარების მხარდაჭერა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • გასართობ-სანახაობრივი და შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერა.