შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მიმართული მედია-კამპანია

,,ახალგაზრდების ინტეგრაციის, განათლების და კულტურული განვითარების ასოციაციამ’’  პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციაზე მიმართული ინოვაციური და კრეატიული ადვოკატირების კამპანია წამოიწყო. 3 თვის განმავლობაში შეიქნა 12 მინი კლიპი, სადაც მოცემულია ინფორმაცია  მსოფლიო ისტორიაში, სხვადასხვა დროსა და გარემოში მოღვაწე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცნობილ ადამიანებზე, რომლებმაც შეცვალეს ისტორია (ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ ინშტეინი, აბრამ ლინკოლნი და სხვა).
ვიდეო-რგოლები გავრცელდ არტარეა TV-ის, საკაბელო ტელევიზიის, ინტერნეტ ტელევიზიის და სოციალური მედიის საშუალებით.

პროექტი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული დისრიმინაციული დამოკიდებულების და სტიგმის შემცირება, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამავდროულად, საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების კუთხით ჩართულობის გაზრდა.