კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ხოვლეში

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პაიდეიას’’ ინიციატივით განახლდა კულტურული ცენტრი; აღიჭურვა სათანადო ინვენტარით; დაიგეგმა საინტერესო აქტივობები; ჩამოყალიბდა სპორტული გუნდები და ჩატარდა სპორტული შეჯიბრებებიც.

რაც მთავარია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის ბაზაზე გაიხსნა მედიათეკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ახალი ბიბლიოთეკით. ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაჩნდა თავშეყრის ადგილი, სადაც მომავალშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმება