სოციალური მეწარმეობა - ფონდის პრიორიტეტული მიმართულება

უკვე მესამე წელია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მთავარი პროგრამული პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის განვითარება.

ფონდი გახლდათ პირველი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა საგრანტო კონკურსები.

სოციალური მეწარმეობა გულისხმობს მეწარმეობის პრინციპებით  მოქმედებას, რომელიც არ ემსახურება ბიზნეს-ინტერესებს და გააჩნია სოციალური მისია. 

სოციალური მეწარმეობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი არ უნდა იყოს ერთჯერადი, პირიქით, მიღებული დაფინანსებით უნდა დაიწყოს მისი ფუნქციონირება, უნდა მოიტანოს ფინანსური მოგება, მაგრამ არა რომელიმე ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სასარგებლოდ, არამედ, რაღაც კონკრეტული მიზნით. ცხადია, უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც.

სოციალური მეწარმეობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაში ჩვენი მხარდამჭერია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.

დღეს  ფონდის დაფინანსებით თითქმის ათეულზე მეტი სოციალური საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.