სოციალური და კრეატიული კაფეები

კრეატიული კაფე  ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს და არამხოლოდ მათ, ორგანიზატორები სთავაზობენ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციაზე, ლიტერატურასა თუ სერვისზე, რაც საჭიროა მათი პროფესიული და პიროვნული ზრდისათვის.

კრეატიული კაფე წარმოადგენს სოციალურ საწარმოს, შესაბამისად, მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ახალგაზრდებისათვის გაწეულ სერვისებს, ახალი ქართული საგანმანათლებლო სახელმძღვანელოების მომზადებას, მენტორების გადამზადებას და სხვადასხვა სახის  შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზებას როგორც კაფეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მეორე სოციალური კაფე, რომელსაც ასეთივე სახელი აქვს - არასამთავრობო ორგანიზაციის - მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი ICPI ინიციატივით დაფუძნდა.

სოციალური ბარი – „გენერატორი 9.8“ დაფუძნებულია მოხალისეობის პრინციპებზე.
სოციალური კაფე  იდეალური გარემოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ახალგაზრდების ყოველდღიური განვითარებისა და თვითგამოხატვისთვის, რაც ხელს შეუწყობს  სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელებას.


გენერატორი 9.8“ დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 10:00-დან 19:00 საათამდე სთავაზობს სამუშაო სივრცეს, ხოლო საღამოს, 19:00 საათის შემდეგ კაფე ეთმობა სოციალურ ბარს, სადაც დაიგეგმება ღონისძიებები: საჯარო ლექციები, გამოფენები, მუსიკალური საღამოები,   კინოჩვენებები და ..