დისკუსია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

\"საქართველოს პროგრესის ცენტრის\" ორგანიზებით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თემაზე: სოციალური მოძრაობები უკრაინასა და საქართველოში -  დისკუსია გაიმართა.

პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის  მხარდაჭერით განხორციელდა და მოხსენებაში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინიდან მოწვეულმა, კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა ვლადიმირ იშჩენკომ. ღონისძიებაზე მოხსენება წაიკითხა ფონდის დირექტორის მოადგილემ მათე გაბიცინაშვილმა. მოხსენების თემა იყო: ,,პოსტ-საბჭოთა სივრცის სოციალური სინამდვილე - კრიზისი, ღირებულებები და გარდაქმნის აუცილებლობა’’.

დისკუსიაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური ტრანსფორმაცია სოციალური მოძრაობების ფორმებისა და შინაარსების პრიზმაში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ორივე ქვეყანამ გამოიარა ღრმა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები. სიღარიბე, უთანასწორობა, უმუშევრობის ზრდა და ძალადობრივი კონფლიქტები - ეს არის ის პრობლემები, რომლებიც იქც უკრაინული და ქართული საზოგადოებების განუყრელ თანამგზავრებად. დისკუსიაზე განხილეს სწორედ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც უნდა გახდეს პროგრესული სოციალური მოძრაობების დაბადების საფუძველი როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

პროექტი ატარებს შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს, რაც გულისხმობს ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნებით, პოლიტიკური კულტურით დაინტერესებას და საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ მიმართულებებში მათი კვალიფიკაციის ამაღლება.