კვლევა ახალგაზრდებში ინტერნეტდამოკიდებულების საკითხებზე

არასამთავრობო ორგანიზაციამსაქართველოს ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვისფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, განახორციელა  კვლევა ახალგაზრდებში ინტერნეტდამოკიდებულების საკითხებზე. გამოიცა შედეგებისა და რეკომენდაციების ამსახველი ბროშურებიც.


საქართველოში დღეს უკვე მასობრივადაა შესაძლებელი ინდივიდუალური კომპიუტერის გამოყენება და ინტერნეტით სარგებლობა. მსოფლიო ქსელს 40 მილიონი მუდმივი მომხმარებლიდან ინტერნეტდამოკიდებულებას უკვე ამჟღავნებს 10 მილიონი ადამიანი. მათგან უმრავლესობა 13-17 წლის ასაკის მოზარდია.
ინტერნეტდამოკიდებულება აზარტომანიის (პათოლოგიური გემბლინგი, ლუდომანია; Homo Ludens ლათ. ნიშნავსმოთამაშე ადამიანს“) ერთერთი სახეა.
ჩინელი მეცნიერები თვლიან, რომ ინტერნეტდამოკიდებული ადამიანები, შეიძლება ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანების კატეგორიაში მოხვდნენ. მათ დაადგინეს, რომ ინტერნეტდამოკიდებულებას შეუძლია ისეთივე ნეგატიური გავლენა მოახდინოს თავის ტვინზე, როგორც ალკოჰოლს ან ნარკოტიკს.
როგორც წესი, ადამიანი, რომელიც ინტერნეტზე დამოკიდებული ხდება, პიროვნულად იცვლება. საფრთხე იმაშიცაა, რომ ხშირად, ადიქტური პიროვნება სოციალურ ადაპტირებას არ ექვემდებარება; გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენს პიროვნების მთლიანობის რღვევის ნიშნები, რაც მას საკუთარ თავს აკარგვინებს და ააცდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების გზას.


დღეისათვის, საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებზე ინტერნეტდამოკიდებულების ზეგავლენა, ამასთანავე დაუდგენელია ინტერნეტზე დამოკიდებულების ხარისხი და გავრცელება საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში ოფიციალური სტატისტიკა; ყოველივე ეს კი ხელს უშლის ამ პრობლემის გადაჭრას. პროექტი მიზნად სწორედ ამ სახის კვლევის ჩატარებას ისახავდა.