,,გზა განათლებიდან დასაქმებამდე“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაციის ,,დეაორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი ,,გზა განათლებიდან დასაქმებამდე’’ განხორციელდა. ღონისძიებებში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს ფსიქოლოგიური და პროფესიული მომზადება, ჩატარდა ტრენინგები ახალგაზრდების დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებისთვის, სადისკუსიო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წამომადგენელთან ახალგაზრდების დასაქმების საკითხებზე,  ასევე ადგილობრივი შრომის  ბაზრის კვლევა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების მიმართულებით და გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმები სკოლებს, საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის მთავარი მიზანი იყო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების შრომითი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.