ჩვენც შეგვიძლია

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდები ხელოვანებისთვის’’ ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე პროექტი განახორციელა. გასულ წელს ამავე ორგანიზაციამ თბილისის 203- საჯარო სკოლაში, ჩამოაყალიბა   შშმ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი; 2015 წელს ანსამბლის წევრთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რისთვისაც საჭირო გახდა დამატებითი რესურსები.

ამიტომ, სამინისტროს სათათბიროს მიერ, ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოიყო თანხა ინტეგრირებული ცეკვის ანსამბლი განვითარებისთვის. თუმცა ცეკვის გარდა, პროექტში მონაწილე ბავშვებს მოყვარულის დონეზე ასწავლეს ხატვა, ისინი გაკვეთილებს ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის შენობაში.

29 ივნისს, მესტიაში  სამინისტროს,  ფონდის  და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მხარდაჭერითშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტეგრირებული კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გოგონათა ანსამბლმადები გოგოჭურებიდა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმარიჰო“. კონცერტის პარალელურად მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენაც.

პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა.