ბრწყინვალე გონება

,,ბრწყინვალე გონება’’ ფონდის მიერ დაფინანსებული კრეატიული პროექტია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა დოკუმენტური ფილმების სერია ქართველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  წარმატებულ ახალგაზრდებზე.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ახალგაზრდების ინტეგრაციის, განათლების და კულტურული განვითარების ასოციაცია’’ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 12 ფილმი მომზადდა.  ამ ფილმების მთავარმა გმირებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, შეძლეს განათლების მიღება, მუშაობა; ისინი გამორჩეულები არიან თავიანთ სფეროში და მათი გამაოგნებელი ისტორიები შშმ პირთა წარმატების ნათელი მაგალითია. მომზადებული ფილმები  \"არტარეა’’ ეთერით გავრცელდა.

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულების და სტიგმის შემცირება. საზოგადოების ინფორმირებულობის და სენსიტიურობის გაზრდა, მათი ცნობიერების ამაღლება.