მთიულეთის ეპიგრაფიკული და ხელნაწერი მემკვიდრეობა

ახალგაზრდა მკვლევართა ცენტრმაუცნობი საქართველოფონდის მხარდაჭერით სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განახორციელა.

პროექტი ისტორიკოსთა ერთგვარი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც ახალგაზრდა მკვლევრები, ისე ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდები. პროექტის მიზანია: ახალგაზრდა ისტორიკოსების პროფესიული დახელოვნება და წახალისება, პრაქტიკული კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება.

მთიულეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონია, რომელსაც უძველესი დროიდან სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაგვის ხეობაში გამავალი მაგისტრალური გზებით საქართველო და ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები  ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდნენ. ეს გარემოება კი განაპირობებდა აღნიშნული ხეობის ეკონომიკურ და კულტურულ დაწინაურებას და იქ მოსახლე ტერიტორიული და სატაძრო თემების სიძლიერეს. ადრეული შუა საუკუნეებიდან მთიულეთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოს სამეფო კარისათვის განძთსაცავს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მთიულეთის ერთ-ერთი ხეობა (ხადა) ცენტრალური ხელისუფლების დომენი იყო. სწორედ, ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ მთიულეთი, საქართველოს სხვა კუთხეებისაგან ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიუხვით გამოირჩევა.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მთიულეთისა და მისი ხუროთმოძღვრული ძეგლების  შესახებ არაერთი ნაშრომია შექმნილი. არაგვის ხეობაში არსებული