ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლე

ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლექართული მითოლოგიის მოტივებზე შექმნილი ეროვნული პროექტია, რომელიც ,,გრაფიკული სტუდიის’’ ორგანიზებით ხორციელდება.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და შპსდინ სტუდიოსმხარდაჭერით გრაფიკულმა სტუდიამ  ერთხელ უკვე წარმატებით განახორციელა  პროექტიგრაფიკული ნოველები საქართველოში“. ამ უკანასკნელის ფარგლებში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, ვეფხისა და მოყმის ბალადის სიუჟეტის გამოყენებით შექმნეს გრაფიკული ნოველა. ამავე პროექტში ახალგაზრდებმა შეიძინეს სტუდიისთვის საჭირო ტექნიკაც.

მიმდინარე წელს კი ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე დაიწყეს მუშაობა: ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, ქართული ლიტერატურის მოტივებზე შექმნეს 3D ანიმაცია და ახალი გრაფიკული ნოველააღმოსავლეთის კარიბჭე“. პროექტის შედეგად ანიმაციისა და გრაფიკის სფეროთი დაინტერესებულმა 20 ახალგაზრდამ აიმაღლა კვალიფიკაცია, ეს ახალგაზრდები შეძლებენ მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ და კერძო შეკვეთებზეც იმუშაონ.

რაც მთავარია, პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ახალი ანიმაციური მიმართულების განვითარებას საქართველოში, ისე ქართული კულტურის პოპულარიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.