მოსიარულე ბიბლიოთეკა - წიგნი ყველა სოფელს

წიგნი ყველა სოფელს” - მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა. აქტივობები 2014 წელს დაიწყო, თუმცა პროექტმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია და ისეთი მასშტაბები მიიღო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს გადაწყვეტილებით 2015 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებშიც დაფინანდა.

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობაა’’ და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა   დავითიანნიერთობლივად ახორციელებს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად პროექტის მხარდამჭერები არიან: „ვისოლ ჯგუფი“,  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „პალიტრა L”; საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.

2015 წელს პროექტის ფარგლებში ათასობით წიგნი შეგროვდა, რომლებიც სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ფშავ-ხევსურეთისა და სამცხე-ჯავახეთის  150-ზე მეტ სოფელში დარიგდა.

შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის მიმდინარეობის მანძილზე ქველმოქმედ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა  შეეგროვებინა და გაეჩუქებინა წიგნები მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია. 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წიგნების დახარისხების შემდგომ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ ზრუნავდა