ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო

 

 

ახალგაზრდა ხელოვანების ორგანიზებით 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში,  ყოფილი რედაქციის შენობაში ერთკვირიანი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სპეციალურად 1990-იანი წლების თემაზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენაზე გამოყენებული იყო:  ფერწერა,  გრაფიკა, ქანდაკება, ფოტო, ვიდეო-არტი, ინსტალაციები და მუსიკალური გაფორმება.

თანამედროვე არტისტების ჯგუფის მიზანი იყო,  საზოგადოებისთვის უახლესი ისტორიისადმი თითოეული მონაწილის დამოკიდებულება ხელოვნების საშუალებით გაეცნო.

გამოფენის გახნის შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსიები მონაწილე ხელოვანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

ოქტომბრის ბოლოს, თბილისის შემდეგ გამოფენა თელავშიც გაიმართა.